“არ არსებობს ქვეყანაში დემოკრატია, არანაირი დემოკრატია არ არსებობს, არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი არ არსებობს ქვეყანაში, ამ ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა, არ აქვს საკანონმდებლო ორგანო და არ აქვს სასამართლო, ყველაფერი,ყველა ინსტიტუტი არის ერთი ადამიანის ჯიბეში, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ეს იცის უკვე ყველამ”,- ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება სინამდვილეში ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
“ეს კადრები და ზოგადად დამოკიდებულება, მათ შორის იძულებით გადაყვანა გლდანის ციხეში, არ გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში და ა.შ იმდენი უფლების შელახვა არის სააკაშვილის, რომ ნებისმიერ ამ საქმეს სააკაშვილი წაიღებს სტრასბურგში და ყველას მოიგებს. ამიტომ ვიძახი რომ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ამბავი. სინამდვილეში ძალის დემონსტრირებას ახდენენ და იძახიან რომ საერთოდ არ გვაინტერესებს დასავლეთი ან დასავლური ინსტიტუტები ჩვენზე რას იტყვიან, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ ჩვენ ხელშია მთელი ძალაუფლება. ჩვეულებრივი უზურპატორი ხელისუფლება. ძალიან ვემსგავსებით იმას რაც არის დღევანდელი რუსეთი და რაც არის დღევანდელი ბელორუსი “,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში.











