ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მესამე რაუნდის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც ბაქრაძე ამბობს, მოლაპარაკების მიზანი კრიზისის განმუხტვაა, რომელიც გაყალბებბულმა არჩევნებმა შექმნა.
„მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს, ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, გაყალბებული არჩვენების შედეგად არის შექმნილი“,-განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის,, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდიანრეობს.
ოპოზიციის მიერ ელჩებისთვის წარდგენილი დოკუმენტი გასაჯაროვდა – ოთხი მოთხოვნა ცნობილია











