დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კენჭისყრას გამართავს. სხდომას ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
მათი განმარტებით, მიუხედავად ბევრი მოთხოვნისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, სასამართლო სისტემაში კვლავ კლანური მმართველობაა.
“ევროკავშირმა საკუთარი დამკვირვებლების ჯგუფი არც კი გამოუშვა ამ გასაუბრებაზე. ამიტომ, სანამ მართლმსაჯულებაში ფუნდამენტური რეფორმები არ დაიწყება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საძაგლობაში, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”, მონაწილეობას არ მივიღებთ,”- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.











