‘ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და „დროა“ პარასკევს თბილისში, 3 ლოკაციებზე აქციებს გამართავს, ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა.
აქციები 15:00 საათზე მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“, „ავლაბართან“ და „უნივერსიტეტთან“ გაიმართება. ვაგზლის მოედანზე აქციას „ლელო“ ჩაუდგება სათავეში, ავლაბარში „ნაციონალური მოძრაობა“, უნივერსიტეტთან კი „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“.











