მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში: ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველოს” ოფისში პარტიის დატოვების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში.
ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისას. ამიტომ, ეს საკითხი, რომ არ იყოს სპეკულაციური, რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლას. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში: ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.











