პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ ხელისუფლებასთან შეხვედრას ყველა ოპოზიციური პარტია გამართავს.
„მოლაპარაკებები მეხუთე რაუნდი შედეგიანი იქნება იმ შემთხევევაში, თუ პირველ რიგში მთლიანად ოპოზიციური სპექტრი იქნება წარმომდგენილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და თუ შიგნით ოპოზიციურ სპექტრში იქნება განწყობა, რომ გვინდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.










