პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდეს.
ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზეც იყო მისული.
„აქციის მიზანია ყველა შეზღუდვის მოხსნა, დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს. აქციები ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ეფექტი.
ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია. შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესებით. აცხადებენ, რომ ფრენები გაიხსნება 1-ელი თებერვლიდან, რასაც შინაარსი არ გააჩნია. რა დატვირთვა ექნება ფრენების გახსნას, როდესაც ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, რომ გამოვა სასტუმრო არ არის, რომ გაჩერდეს, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის “,-აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე დღეა რაც საპროტესტო აქციები იმართება.











