საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლმა პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების გარკვეულ გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა დიდი დოზით არა.
„გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონში სხვა იყო, ქალაქში სხვა, მაგრამ ეს არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება, ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს. ეს არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას არ შეცვლიდა”,- განაცხდა ინჯიამ.









