„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრის, ფრიდონ ინჯია ვერ ხედავს ვერანაირ არგუმენტს, რის გამოც მთავრობა უნდა გადადგეს.
როგორც ინჯია ამბობს, იგი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესს მხარს არ უჭერს.
„ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავთ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესს არ შევუერთდებით. არ არსებობს რაიმე სახის არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს.
მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს ყველაფერი არ გააკეთა, რათა ეს არ მომხდარიყო და აანონსებდა, რომ შეიძლება, ვნებათაღელვა ყოფილიყო, რაც მოხდა კიდეც. მათ უმცირესობისთვის უფლება არ უნდა მიეცათ, რაც უმრავლესობის გულისწყვეტას გამოიწვევდა. გამოიწვია ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.











