„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აკაკი “ქართული ოცნება” ოპოზიციას აშანტაჟებს.
„ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, ოპოზიციის წარმომადგენლები რამენაირად პარლამენტში იხილოს. მცდარ გზას ადგანან, რადგან მსგავსი ზეწოლები პირიქით, ბრძოლისუნარიანობას და ჩვენს დამოკიდებულებას გააძლიერებს, არცერთ შემთხვევაში არ შეცვლის.
„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი.
რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, აქ საერთოდ უცნაურ რამეს აკეთებს. ნიკა მელია მათივე გადაწყვეტილებით არის დეპუტატი და მას იცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, ამიტომ, სანამ პროკურატურაში დაიბარებენ, კეთილი ინებონ, მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება, მითუმეტეს რომ, ნიკას ეს განცხადება უკვე დაწერილი აქვს“,- განაცხადა ბობოხიძემ.










