“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ გია გაჩეჩილაძე (უცნობი) დღეს აქციას ხელისუფლების დავალებით აწყობს.
“არა მარტო ხელისუფლების კვალს ვხედავ, ხელისუფლების დავალებით კეთდება ეს აქცია და ამას ხელისუფლება არც მალავს, იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს პირდაპირ აქვთ დავალება მიცემული, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს აქცია “შეუვსონ”.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით სახიფათო თამაშს იწყებს, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში გამარჯვებული ხელისუფლება ვერ გამოვა, როდესაც მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებას ხელს უწყობს”,-განაცხადა ბობოხიძემ.
ცნობისთვის, ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას გამართავს, რომელიც „დედაენის ბაღში“ დასრულდება.











