fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერგნეთის შეხვედრაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი მთელი სიმწვავით დადგება – ირაკლი ანთაძე

14:37 თებერვალი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ერგნეთის შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება ეს საკითხი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში უპირობოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული პროცესებში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული პროცესებში. ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს საკითხი ისევე, როგორც ყველა ჩვენი უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი, აქტიურად განიხილებოდა როგორც IPRM-ის ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების საოკუპაციო ძალების მიერ არიან უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილნი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ერგნეთის შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება ეს საკითხი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში უპირობოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

თეგები: ერგნეთის შეხვედრაზაზა გახელაძეირაკლი ანთაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა

სექტემბერი 27, 2021
765
პოლიტიკა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი წარმატებაა – ანრი ოხანაშვილი

ივლისი 15, 2021
770
პოლიტიკა

ზაზა გახელაძე თავისუფალია, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის – თალაკვაძე

ივლისი 15, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია