„ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა! საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.
მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ“ – წერს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გუშინ 14 ივლისს გაათავისუფლეს.











