გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ხოლო მოვალეობას მისი მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
კოტე ანანიაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა. მანამდე კი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











