აჭარაში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან – სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, სპეციალური კომისია კი ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია.
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში 100-ზე მეტი სახლი დაიტბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავტომობილები. რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი, 10 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა ქობულეთისა და ხელვაჩაუროს მუნიციპალიტეტებშიც.
“20 ლოკაციაზე არის განვითარებული სხვადასხვა ხარისხის მეწყერი. ამათგან პირველადი ვიზუალური დათვალიერებით და გეოლოგების შეფასებით, 10 ოჯახისათვის საფრთხის შემცველი იყო ადგილზე დარჩენა,” – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელეა სურმანიძემ.











