ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოგლიჯა ხეები, სახლებს გადახადა სახურავები, დააზიანა ავტომობილები.
სამ სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით, მოულოდნელად მოვარდნილმა ნიაღვარმა თხილნარში, დასარჩევად დასაწყობებული თხილი წაიღო, ასევე დაიტბორა სასიმინდე ფართობები.
მოსახლეობა ამბობს, რომ წელს შემოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ,რომ გამოიყოფა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად გადაწყვეტს, მისცემენ თუ არა კომპენსაციებს დაზარალებულ მოსახლეობას.
დახმარებას სულ 10-მდე ოჯახი ითხოვს.
ავტორი: თეა შონია











