ეგვიპტემ კორონავირუსის რუსული ვაქცინა, Sputnik V-ი დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ეგვიპტე 34-ე ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა მოხმარებისთვის დაამტკიცა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეგვიპტეში კორონავირუსის 179,407 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 10,443 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 138,683-ს შეადგენს.











