ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეები დღეიდან გაიხსნა.
რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.
ცნობისთვის, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, ბათუმში რესტორნები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.
რესტორნები შიდა სივრცეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 მარტიდან აღდგება.











