fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აშშ-ს სენატმა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი დაამტკიცა – გიორგი ხელაშვილი 

14:30 ნოემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
890
ნახვა

„სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ფინანსებს განკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ფინანსებს განკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის.

ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე.

აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ, გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე, როგორც იცით ოპონენტების ძალისხმევით ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე , საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს.

ეს ნიშნავს ასევე კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას. ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ გულუხვი დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისათვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

თეგები: გიორგი ხელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობის ფაქტორი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამოწურული აქვს – გიორგი ხელაშვილი

ნოემბერი 24, 2021
781
პოლიტიკა

ხელაშვილი: იან კელისა და დევიდ კრამერის წერილი მიკერძოებულია

აგვისტო 21, 2021
768
პოლიტიკა

ეს არის ცალსახა მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე რუსეთი პატარა საქართველოსგან იღებს – გიორგი ხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე

ივნისი 17, 2021
802

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია