„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ის ციხეს.
„აი, ამერიკის ელჩის პოზიცია, ნაცვლად იმისა დაგმოს პოლიტიკური პატიმრების არსებობა. აბა. რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა.










