დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, ხოლო ყველა გამოცდის წინ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.
„9 აბიტურიენტთან, ვისთანაც ეს აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ და ასეთია გადაწყვეტილება, რომ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება ყველა გამოცდაზე გასვლის წინ. ვნახეთ, რომ ორი დამკვირვებელია, მაგრამ ჩვენ კარგად დავაკვირდით, ვნახეთ ვიდეოჩანაწერი და დამკვირვებლები საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ წესებს, რაც პირველად პროტოკოლით იყო განსაზღვრული და დიდი ალბათობით, მათ იზოლირება არ დასჭირდებათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდაზე 7 ივლისს იმყოფებოდა











