ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას ულოცავს.
ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ვულოცავ საქართველოს! ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა! პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს! თქვენს გვერდით ვდგავარ!“, – წერს კინზინგერი.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.











