“გირჩის„ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, ხალხს არხერთი პარტია აღარ უნდა, რადგან რეიტინგი არცერთს არ მომატებია.
“სინამდვილეში, ეს პოზიცია იმარჯვებს ამ გამოკითხვის მიხედვით. პოლიტიკის მიმართ არის ზოგადად ნიჰილიზმი, მომატებულია რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთი არ მინდა, საერთოდ თავი დამანებეთ. ეს სრულიად ბუნებრივია ამ ხუთთვიანი სანტა-ბარბარას შემხედვარე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ არცერთი პარტია მის შეხედულებებთან ახლოს არ დგას. 23% ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, ხოლო 7% კი “ნაციონალურ მოძრაობას”.
NDI-ის ინფორმაციის, საველე სამუშაოების პერიოდია 17-24 თებერვალი, 2021 წელი. გამოიკითხა 2024 ადამიანი. ცდომილება +/- 1.4%.










