არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრულად დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი, – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, სომხეთის პრემერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საომარ მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა.
„ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კიდევ გვექნება დრო ჩვენი დაღუპული გმირების ნათესავებთან დიალოგისთვის“, – აცხადებს არუთუნიანი.











