“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
„არჩევნებამდე საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი. ჩვენ, პირველ რიგში, კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. სამომავლოდ, თუ ყრილობა გაიმართება, ყველაფერზე გადაწყვეტილებას პარტიის წევრები იღებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ასე ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ყრილობას, ის არც მოკლევადიან და საშუალოვადიან პერპექტივაში არ არის დაგეგმილი. დაანარჩენზე გადაწყვეტილებას პარტიის წევრები მიიღებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.











