„ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე“,- ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ადვოკატი ამბობს, იგი არის ბედნიერი იმით, რომ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დახვდნენ სპეცდანიშნულების რაზმს.
„ადამიანებმა არ მიიღეს დაზიანებები. ეს მოწოდება იყო ნიკა მელიას მხრიდან- თუ მოვლენ ძალადობით, უნდა დავხვდეთ სიმშვიდით, ტაშით, სიმღერითი. ეს იყო ყველაზე დიდი საფიქრალი, რაც მას ჰქონდა. იგი არის ბედნიერი, რომ არ იყო პროვოკაცია და ადამიანები არ დაზიანდნენ. იგი არის ამაღლებულ განწყობაზე, მხნედ, მოუწოდებს როგორც თავის მეგობრებს, ასევე საზოგადოების წევრებს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ისეა გამარჯვებაში დარწმუნებული, როგორც არასდროს“, – განაცხადა კონდახიშვილმა.
მისივე თქმით, ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე











