ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნებზე არანაირი „კარუსელი“ არ ყოფილა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მან ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო უბნებზე არსებული ვიდეოჩანაწერები გადაემოწმებინათ, მაგრამ უარი მიიღო.
„ჩვენ გადაღებული გვქონდა 3 700-ვე უბანი. დაყენებული იყო ფიქსირებული კამერები და ვუთხარით ოპოზიციას მარტივი რამ, აეღოთ 3 700-ვე უბნის 20 საათიანი ჩანაწერი და გადაემოწმებინათ სადმე თუ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც უბანზე ორჯერ აძლევდა ხმას. უარი თქვეს ამაზე. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის რომ არანაირი „კარუსელი“ არ ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.
ISFED-ი პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს – ის პირველად შედეგში ხარვეზს აღიარებს











