“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას პროფესიონალიზმით აღფრთოვანებულია.
მისივე თქმით, თუ ესებუას თავდაცვის მინისტრად ან სპეცრაზმის უფროსად დანიშნავენ და აფხაზეთზე ამუშავებენ ეს ეფექტური იქნება.
“მე ადამიანურად აღფრთოვანებული ვარ ესებუას პროფესიონალიზმით, დანიშნონ ის თავდაცვის მინისტრად ან სპეცრაზმის უფროსად და ამუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეფექტი იქნება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვასა და მძევლების აყვანაშია ეჭვმიტანილი.
ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.











