„ლეიბორიტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„აი რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ. პუტინის ბიძინოიდურმა აგენტურამ წლებია ყველაფერი გააკეთა სტრასბურგში ამ ვერდიქტის არ გამოსატანად და გასაჯანჯლებლად. ეშინოდათ პატრონის რისხვისა. გილოცავთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის წაგებას. მთავარი მოგება წინ გველოდება. მთავარია ჯერ ეს შიდა-ოკუპატები მოვიცილოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











