Air France-მა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ lefigaro ავრცელებს.
„Air France-ი ითვალისწინებს ევროკავშირის ლიდერების რეკომენდანციას და ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს. უკვე გვაქვს გეგმა, როგორ შეიცვლიან ფრენის მიმართულებებს ჩვენი თვითმფრინავები“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ. ასევე, დოკუმენტში ეკონომიკური და სხვა სანქციების გატარებაზეც არის საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მინსკში Ryanair-ის რეისის ძალის გამოყენებით დასმის შემდეგ მიიღო.
რა ვიცით 26 წლის ჟურნალისტზე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა თვითფრინავიდან გაიტაცა – მიმოხილვა











