„ეს პარლამენტი არ არის ის პარლამენტი, რომელიც რეალურ ცვლილებებს განახორციელებს. იქიდან გამომდინარე, რომ ის მიტაცებულია „ქართული ოცნების” მხრიდან”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აკაკი მინაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო ტალღისთვის უნდა მოემზადონ, რათა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს.
„უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს.”, – განაცხად მინაშვილმა.











