„ეს არის დემოკრატიის წესი, როდესაც ყველა დაემორჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიციაა ის, რომ კრიტიკულად ვუყურებ პარლამენტში შესვლას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ამომრჩეველს შევპირდით, თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით. თუ გვინდა, რომ ამომრჩეველი გამოგვყვეს, ჩემი აზრით, ჩვენ ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მეორე – საპარლამენტო დისკუსიების ნაცვლად, რომელიც მიტაცებული პარლამენტის პირობებში უბრალოდ სრულფასოვანი და ეფექტიანი ვერ იქნება, ჩვენ მთელი დრო უნდა დავახარჯოთ ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობას და მათთან კომუნიკაციას, სხვადასხვა ზომის პროტესტს, რათა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების მობილიზება გადამწყვეტი მომენტისთვის.
მესამე – არ უნდა შევქმნათ ქვეყანაში ნორმალურობის განცდა, იმიტომ, რომ ამ ხელმოწერით კრიზისი არ იქნა დაძლეული, კრიზისი გაღრმავდა. დემოკრატიულობისა და ნორმალურობის ფასადი არ უნდა შეიქმნას“, – აცხადებს მინაშვილი.











