არ გავაჩინოთ მოლოდინი, რომ ვაქცინა ჩამოვიდა და შეგვიძლია პირბადე მოვიცილო და მასობრივად შევიკრიბოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე საუბრობს.
„არ გავაჩინოთ მოლოდინი, რომ ერთი მხრივ, ჩამოვიდა ვაქცინა და პირველმა ადამიანმა აიცრა, ის იღბლიანი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აიცრას, მაგრამ ამან არ გააჩინოს მოლოდინი, რომ შეგვიძლია პირბადე მოვიცილოთ და თავი დავაღწიოთ შეზღუდვებსა და მასობრივ შეკრებებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ავუხსნათ და ასეთი მოლოდინი არ გაჩნდეს. პირველი ვაქცინის შემოსვლა არ უნდა გადაიქცეს იმის სინონიმად, რომ თვითდამშვიდებას მივეცეთ როგორც ზაფხულში, შარშან, რის შედეგადაც მივიღეთ დაღუპული 3 500 ადამიანი და ეპიდემიოლოგიურად აფექთებული ქვეყანა.
რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა როდის დავიწყებთ ვაქცინაციას, მაგრამ მთავარია, როდის დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „დღის კურიერში“.










