ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხე ისაუბრა, რომელიც ვაქცინაციას ეხება.
მისი თქმით, სინოდის განცხადება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
„მოვისმინე სწორი პოზიციებიც, რომ უნდა ვკითხოთ ჯერ სპეციალისტებს, რომ ეს არის სამედიცინო ჯანდაცვის თემა და ამას მივესალმები. სინოდის განცხადება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
გასაგებია, რომ სინოდი ვერ დაავალდებულებს და ვერც მოუწოდებს დაბეჯითებით, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მოწოდება, რომ ვაქცინაციამ შეიძლება დაიცვას თქვენ მოყვასი, ესეც დიდი საქმე იქნებოდა. ჩემთვის მთავარი მომენტი ის არის, რომ ბევრი რელიგიური მოსაზრებით, ბევრი ანტივაქსერი ჩამოვიშორეთ“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.











