„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება“,- ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ განზრახვა, მიაღწიონ წარმატებას.
„საჭიროა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება. „ახალი არჩევნები ან არაფერი“ პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია. პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ,“- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.











