ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ გაუმარტივა.
„მართალია. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას უდიდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერია. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუმარტივეს. უფრო მეტი სიმართლე კი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა დაიტანჯება“, – წერს ფონ კრამონი.
შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია.











