პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩი ოპოზიციას მიმართავს და შემდეგი წინადადებით გამოდის:
„ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს – ახალი არჩევნები მოვითხოვოთ, დავნიშნოთ და შევთანხმდეთ მაშინ, თუ ოპოზიცია მოიგებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს. მგონი, ეს ძალიან გასაგები და ბუნებრივი პირობებია. თუ ეს პირობა მომგებიანია „ქართული ოცნებისთვის“, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დაარჩევნო კოდექსი გასწორდა და მიუხედავად ამისა, მაინც მოიგეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, დიახ, მათ უფლება აქვთ, რომ შემდეგი 4 წელი ქვეყანა მართონ. წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც, მათ თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს და ოპოზიციამ ვერ მოვუგეთ, მაშინ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს მოთხოვნას ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია“,-განაცხადა ხვიჩიამ.










