ახალქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო აპარატის უფროსმა დაუდასტურა. გიორგი მიქელაძის განმარტებით, უცნობია დაავადებულის ინფიცირების წყარო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ დრომდე კორონავირუსი დაფიქსირებული იყო ასპინძის, ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
2 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონში COVID 19-ს 36 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე გამოჯანმრთელდა 295 ადამიანი, გარდაიცვალა 2.
ასევე, დაგაინტერესებთ: კორონავირუსის გადანაწილება რეგიონების მიხედვით – 2 ოქტომბრის მონაცემები
ავტორი: რუსკა გვარამაძე











