„ქართული ოცნების” ლიდერები ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას შეხვდნენ. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს გიორგი გახარიამ, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. გახარია ახალციხელებს 24-საათიან წყალმომარაგებას დაჰპირდა.
ახალციხეში შეხვედრამდე ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის მოსახლეობას წარუდგინეს. მმართველი პარტიის გუნდი ახალციხის შემდეგ, ადიგენის ამომრჩეველს შეხვდება.
ხვალ, 13 ოქტომბერს დაგეგმილია ასპინძის ამომრჩეველთან შეხვედრა.
ავტორი:რუსკა გვარამაძე











