დეპუტატი თეა წულუკიანი „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიმართავს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ახსენებს:
„თუ გავიხსენებთ თქვენს გამონათქვამებს პარლამენტში შემოსვლამდე, თქვით ასეთი რამ – პარლამენტში დევს 90 მუთაქა, „ქართული ოცნებიდან და 60 მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ, -ეს ხომ თქვენი სიტყვებია?!
ეს ჩვენ ვართ ძვირფასო კოლეგებო – მუთაქები, ახლა ჩვენ ვართ აქ 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ“, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.









