“ნიკა მელიამ იცის, რომ ის დღესაც არის პარლამენტის წევრი და ასე მარტივად მისი დაპატიმრება ვერ მოხდება”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ნიკა მელიას განცხადებას.
„ახლა თუ ასეთი ვაჟკაცია, პირველად რატომ გადაიხადა მელიამ გირაო? იგივე გენერალური პროკურორი იყო მაშინაც და იგივე ძალა იყო ხელისუფლებაში. რას ნიშნავს, „აბა, დამიჭირე“? ეს არის პირდაპირი გამოწვევა სახელმწიფოს სტაბილურობისა და მომავალი მდგრადი განვითარებისთვის “, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.










