ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რამდენიმე სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად დაიწყება.










