საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა ისევ დისტანციურად განახლდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ბავშვები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწებენ და 4 ოქტომბრამდე გააგრძელებენ.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისები სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და საჭირო ზომების მიღებით შექმნან უსაფრთხო გარემო.










