პარტია “მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” ლიდერებთან მორიგ შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა პარლამენტში 13:00 საათზე გაიმართება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს პირველად ზუსტად 1 კვირის წინ შეხვდნენ.











