პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ იგი მზად არის ნიკა მელიას საკუთარი ხელფასიდან თანხა გადაურიცხოს. ამის შესახებ ელისაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭრენ.
„კომიტეტის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებდა განწყობა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ისე პროკურორის. გასაგებია, რომ ისინი აპირებენ დააკმაყოფილონ პროკურორის მოთხოვნა და უფლებამოსილება შეუჩერონ ნიკა მელიას. ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხარს არ ვუჭერთ. არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის, ვინც არ უნდა იყოს, იმუნიტეტის შეჩერება. ამას წინათ ნიკა მელიამ ტელეეთერით მომმართა, ერთხელ გირაო გადავიხადე და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია ზედმეტი ფული არავის აქვს. ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალოსწიმებით, მზად ვარ რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო. არა იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე მეხატება“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პროკურატურამ პარლამენტს მანდატის მოხსნის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი თანხას არ გადაიხდის.











