“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაში აღარ ითვლება, ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
“ელისაშვილი ოპოზიციაში აღარ ითვლება. ჩემი შეფასებაა, რომ ალეკო ელისაშვილს ოპოზიციაში არ მივიჩნევ. ეს ხომ იმ ტალახის სროლა არ არის, როდესაც ვიღაცას, რაღაცას აბრალებ?! ესაა ჩემი შეფასება. ეს არ არის მისი უფლებების შეზღუდვა! თვითონ ხომ ყველაფერს კადრულობს?! ყველანაირ ტალახს ისვრის, ამით კობახიძესა და „ქართულ ოცნებას“ ძალიან ჰგავს. ეს მისი სტილია, ენას ძვალი არ ჰქონდეს – იჭორაო, ტყუილები მოიგონო. თქვენ მეკითხებით, რას შეიძლება გულისხმობდეს კობახიძე?! კობახიძე ზუსტად შეიძლება გულისხმობდეს, ოპოზიციაში ამ უმცირესობების განცხადებებს. დანარჩენ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე მე არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბოკერიამ.










