ჩვენს შორის რაღაცები გაირკვა – შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, – განცხადა ელისაშვილმა.











