ელისაშვილის თქმით, მის პარტიას, რომლის რეგისტრაციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, „მოქალაქეები“ ერქმევა. ამის შესახებ ელისაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„ყველაზე დიდი რესურსი ამ ქვეყნის არის მოქალაქეები, მთავარი იდეოლოგია და მიზანი იქნება საქართველოს წინსვლა და გამდიდრება, ამ მიზნამდე როგორ მივალთ- ცოტა მარცხენა, ცოტა მარჯვენა, ძაან მარჯვენა თუ ცენტრისტული ხედვებით, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიას არეგისტრირებს სამოქალაქო მოძრაობის ჯგუფი და ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არიან ახალი პლატფორმის წევრები და არა მისი პარტიის.
„ამაზე ლაპარაკი არ გვქონია, ჩვენ ერთად დავდექით ახალ პლატფორმაზე და მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, – აღნიშნა ელისაშვილმა.











