„ეს არის ჟანგი, რომელიც ყველაფერს სპობს. ეს არის გზა მაიდნისკენ. ჩვენი ხალხი არ მოითმენს კორუფციასა და ოლიგარქატს“,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსში კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბელარუსში დააკავეს პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც მანამდე 20 წლის განმავლობაში „ბელგაზპრომბანკს“ ხელმძღვანელობდა. მას გადასახადებისგან თავის არიდება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დასდეს ბრალად.











