მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია „ივ როშე“, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.











